пятница, 25 декабря 2009 г.

საქართველო და ტურიზმი

1.პროექტის სახელი:

საქართველო და ტურიზმი

2, პროექტის მოკლე აღწერა:

მარშრუტის შედგენა და მასში არსებული ისტორიულ_გეოგრაფიული ძგლების აღწერა.

3, პროექტის სრული აღწერა:

მოსწავლეები მოიძიებენ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციას, დაგეგმავენ გამგზავრებას,მოახდენენ მის ადგილზე აღწერას. შეადგენენ ამ ადგილის გეგმას (რუკას).გამოიკვლევენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას,რელიეფს,ჰავას, შიდა წყლებს(მდინარწ, ტბა), მცენარეულობას და ცხოველთა სამყაროს. შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. ყურადღება მიექცევა ისტორიულ დოკუმენტებს ამ ადგილის წარმოშობის შესახებ, ქალაქის(სოფლის) ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ ადგილის დღესასწაულებსა და ადათ-წესებს,ხალხურ რეწვას,ფოლკლორს,სამზარეულოს,ენა/დიალექტს.შეაგროვებენ ინფორმაციას ამ ადგილის მოსახლეობის რაოდენობის და მიგრაციების შესახებ.შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს,გადაიღებენ ფოტოსურათებს.

4, მონაწილეთა ასაკი/კლასები:

მე-9 -10კლასი

5, ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე

6, პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან, კომპიუტერიდან.მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებს გამოუმუშავბდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე მუშაობას,ისწავლიან საველე პირობებში მუშობას,წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ-გეოგრაფიულ ძეგლებზე.გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების,რუკების, ცხრილების შედგენის უნარი.ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაახლოვებას,ურთიერთთანამშრომლობას. ისწავლიან ინტერვიუს აღებას,გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული.

ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ- გვერდი.

7, სარგებელი სხვებისთვის:

მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ კუთხის ისტორიულ -გეოგრაფიული ძეგლების მოკლე აღწერას,შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს.ეს ხელს შეუწუობს უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები,ისწავლიან ბუნების სიყვარულს.

8. სამუშაო ენა: ქართული

9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია,  ლიტერატურა- მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებსახელი:მზია პავლიაშვებს, ტოპონიმებს.

პროექტის ფასილიტატორი:ქეთინო  ჭალიძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: k.chalidze@gmail.com

 

პროექტის ვებ-გვერდი:/ბლოგი:ketichalidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий